weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2020

ეს არჩევნები ქართული დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა – გიორგი კვირიკაშვილი

21:01 შაბათი, 21 ოქტომბერი 2017 hits 1244

„მინდა მთელ საქართველოს მივულოცო, რომ არჩევნები მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2012 წლიდან, საბოლოოდ შეცვალა ჩვენს ქვეყანაში არჩევნების არსი და არჩევანის უფლება ხალხს დაუბრუნა.

„სწორედ „ქართულმა ოცნების“ პოლიტიკური ნებაა არჩევნების სამართლიან, მშვიდობიან, კონკურენტულ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, დიდი უპირატესობით ლიდერობს. ასევე დიდი უპირატესობით ლიდერობს კახა კალაძე და მინდა, ყველას მოგილოცოთ.

ეს არის თბილისის და თბილისელების გამარჯვება, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს გამარჯვება!

ჩვენ ველოდებით საბოლოო შედეგებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლებს, რომელიც დარწმუნებული ვარ, დაადასტურებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]