weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გია ჟორჟოლიანი - თიანეთის მერის არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნებს აჩენს

13:22 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

„თიანეთის მერის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით კითხვებია დარჩენილი და ვფიქრობ, რომ პასუხები უნდა გაეცეს. ეს არის გამონაკლისი. დანარჩენი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არჩევნები ჩატარდა საკმაოდ ობიექტურად“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა.

თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა: თამაზ მეჭიაური პარტიიდან „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ და ლელა ქიტესაშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“.

22 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, თამაზ მეჭიაურს 50.06% ჰქონდა, ლელა ქიტესაშვილს კი 49.94%.

მოგვიანებით ცესკომ მონაცემები შეასწორა და ლელა ქიტესაშვილს 3076 ხმა მიაკუთვნა, თამაზ მეჭიაურს კი 3077.

იმავე დღეს, საღამოს, ცესკომ მე–20 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს თიანეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება დაურთო, რომლის მიხედვითაც, კომისიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე ხელახლა გადათვალა მე–20 საარჩევნო უბანზე ბათილად მიჩნეული ბიულეტენები, საიდანაც 5 იყო სადავო და კომისიის განმარტებით, „რადგან ხუთივეზე ფიქსირდებოდა ამომრჩევლის ნება, კომისიამ იმსჯელა თითოეულის ბათილობის თაობაზე, ხმათა უმრავლესობით აღნიშნული ბიულეტენები მიიჩნია ნამდვილად და 5 ხმა ლელა ქიტესაშვილს დაუმატა“.

ამ ცვლილების შემდეგ ლელა ქიტესაშვილს 3081 ხმა აქვს, თამაზ მეჭიაურს კი 3077. შესაბამისად, ქიტესაშვილმა მეჭიაურს 4 ხმით გაუსწრო და ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 50.03%–ით პირველივე ტურში გაიმარჯვა.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თიანეთის საოლქო კომისიამ მერის არჩევნების შედეგების შეცვლის გადაწყვეტილება მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის დავალებით მიიღო. მეჭიაური ამბობს, რომ ქუცნაშვილის მოთხოვნით მოხდა კენჭისყრის დასრულების შემდეგ საოლქო კომისიასთან სპეცრაზმის მობილიზებაც. მეჭიაური საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს და არჩევნებში გამარჯვებულად ცნობას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]