weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

მცხეთის სასამართლო თიანეთის N20 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას განიხილავს

11:05 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე განიხილება არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ საჩივარი, რომლითაც ორგანიზაცია თიანეთის საარჩევნო ოლქის N20 საარჩევნო უბნის მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგებისა და შემაჯამებელი ოქმის და მასთან დაკავშირებით საოლქო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას ითხოვს.

„N19 თიანეთის საარჩევნო ოლქის N20 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში (საუბნო მერი) შესწორებამდე და შესწორების შემდეგ გასაჩივრებული განკარგულებებით ასახული შედეგები არ გამოხატავს N19 თიანეთის საარჩევნო ოლქის N20 საარჩევნო უბნის კენჭისყრაში მონაწილეთა ნებას, რადგან N20 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესში იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი-თიანეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი, რომლის უბანზე შესვლამ გამოიწვია დაძაბულობა და ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება“, – აღნიშნულია საჩივარში.

საქმეს მოსამართლე კობა გოცირიძე განიხილავს.

თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა: თამაზ მეჭიაური პარტიიდან „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ და ლელა ქიტესაშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“. 

22 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, თამაზ მეჭიაურს 50.06% ჰქონდა, ლელა ქიტესაშვილს კი 49.94%. მოგვიანებით ცესკომ მონაცემები შეასწორა და ლელა ქიტესაშვილს 3076 ხმა მიაკუთვნა, თამაზ მეჭიაურს კი 3077. იმავე დღეს, საღამოს, ცესკომ მე–20 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს თიანეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება დაურთო, რომლის მიხედვითაც, კომისიამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე, 22 ოქტომბერს, გამთენიისას, ხელახლა გადათვალა მე–20 საარჩევნო უბანზე ბათილად მიჩნეული ბიულეტენები, საიდანაც 5 იყო სადავო და კომისიის განმარტებით, „რადგან ხუთივეზე ფიქსირდებოდა ამომრჩევლის ნება, კომისიამ იმსჯელა თითოეულის ბათილობის თაობაზე, ხმათა უმრავლესობით აღნიშნული ბიულეტენები მიიჩნია ნამდვილად და 5 ხმა ლელა ქიტესაშვილს დაუმატა“. ამ ცვლილების შემდეგ ლელა ქიტესაშვილს 3081 ხმა აქვს, თამაზ მეჭიაურს კი 3077. შესაბამისად, ქიტესაშვილმა მეჭიაურს 4 ხმით გაუსწრო და ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 50.03%–ით პირველივე ტურში გაიმარჯვა.

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, თიანეთის საოლქო კომისიამ მერის არჩევნების შედეგების შეცვლის გადაწყვეტილება მაჟორიტარი დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის დავალებით მიიღო. მეჭიაური ამბობს, რომ ქუცნაშვილის მოთხოვნით მოხდა კენჭისყრის დასრულების შემდეგ საოლქო კომისიასთან სპეცრაზმის მობილიზებაც. მეჭიაური არჩევნებში გამარჯვებულად ცნობას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]