weather cur horoscope tv
ნოემბერი 29, 2020

საქართველო-უკრაინას შორის მიმოსვლა შესაძლოა გამარტივდეს

14:14 ორშაბათი, 27 ნოემბერი 2017 hits 1260

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებს, გიორგი კვირიკაშვილსა და ვოლოდიმირ გროისმანის შორის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი საკითხი მოქალაქეებისთვის საქართველოსა და უკრაინაში მოგზაურობის გამარტივება იყო.

ვოლოდიმირ გროისმანის განცხადებით, შეხვედრის დროს გამოითქვა სურვილი, რომ დაიწყოს მოლაპარაკება ID ბარათების აღიარებაზე.

„ჩვენ უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, „არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის“.

„გავმართეთ ძალიან ეფექტური და ხარისხიანი მოლაპარაკებები ბატონ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან. ჩვენ აღვნიშნეთ რამდენიმე მთავარი მიმართულება. კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.  გვაქვს საკმაოდ კარგი ტენდენცია ორმხრივი ვაჭრობის ზრდასთან დაკავშირებით, რაც ეხება საქონლით და მომსახურებით ვაჭრობას. მიმაჩნია, რომ შეიძლება გვქონდეს უფრო ამბიციური მიზანი და 500-მილიონიანი სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ 1 მილიარდამდე. ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის ამოცანა. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია, გავაღრმავოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში - აგრარულ სფეროში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და მოხარული ვიქნებით ქართულ ბიზნესთან თანამშრომლობით“, - აღნიშნა გროისმანმა.

ვოლოდიმირ გროისმანი მონაწილეობას მიიღებს აბრეშუმის გზის ფორუმში, რომელიც თბილისში 28-29 ნოემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]