weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი 115 600 ლარიან ჯიპს ყიდულობს

18:12 პარასკევი, 01 დეკემბერი 2017

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ მაღალი გამავლობის 1 ახალი ავტომანქანის ყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. „ჯიპის“ შესაძენად ბიუჯეტიდან 115 600 ლარია გამოყოფილი.

ელექტრონული ტენდერი „ჯიპის“ შესყიდვისთვის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 2017 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 9 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ავტომანქანა უნდა იყოს ახალი ან მეორადი, - „არაუადრეს 2016 წელს გამოშვებული, უავარიო და ძალიან კარგ მდგომარეობაში მყოფი“. ახალი ავტომანქანის შეძენა ბალანსზე არსებული ძველი ავტომანქანის ჩანაცვლების გზით მოხდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს დღეისათვის 5 ავტომანქანა ემსახურება: 2 ერთეული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“, 1 „ტოიოტა კამრი“, 1 „შევროლე ტაჰო“ და 1 „BMW X5“. აღნიშნული ავტომანქანები 2007-2012 წლებშია გამოშვებული.  

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია თანამდებობაზე 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე მას შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]