weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოკუპირებულ აფხაზეთში მიაჩნიათ, რომ აშშ მათ საერთაშორისო იზოლაციას ცდილობს

17:30 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტს ეხმაურება, რომლის თანახმად, აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებენ ქვეყნები, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ე.წ. სამინისტროში აშშ-ის ამ ნაბიჯს აფხაზეთის იზოლაციის პოლიტიკად აფასებენ.

„სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს აბსურდული მოთხოვნების მხარდაჭერით ჩიხური გზით წავიდა, რაც აფხაზეთის რესპუბლიკის უფრო დიდ ბლოკადას და საერთაშორისო იზოლაციას ითვალისწინებს. აშშ-ის ლიდერები დაუფარავად ატარებენ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას მათთვის არასასურველ სახელმწიფოებზე პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლის განხორციელებით, აგრეთვე ყველა შესაძლო სანქციისა და შეზღუდვის დაწესებით.

ვაშინგტონმა უნდა იცოდეს, რომ არაფერს კარგს არ მოიტანს იმ სახელმწიფოს „წახალისება“, რომელმაც 2008 წელს სამხრეთ ოსეთთან ომი დაიწყო და იღებს დისკრიმინაციულ კანონებს უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიმართ“, - ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე თქმით, მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასა და შექმნილი პოლიტიკური ვითარების ადეკვატურ აღქმას შეუძლია ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგს.

„საქართველოში რევანშისტული განწყობების მხარდაჭერა და აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკა, მხოლოდ გაართულებს ამ მიზნის მიღწევას“, - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 მაისს ხელი მოაწერა 2017 წლის ბიუჯეტის კანონს, სადაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი გაკეთდა. ამ კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყანა, რომელიც აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, ან მათთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს.

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]