weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება

10:33 პარასკევი, 12 მაისი 2017

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს თელავში, ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. დილიდან თეატრის შენობაში არიან შეკრებილები კახეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და გამგეობების, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები.

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.

პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს დაიწყო. ცვლილებები სულ 11 ქალაქში უნდა წარადგინონ. თელავის შემდეგ, 13 მაისს განხილვა გაიმართება მცხეთაში – სპორტულ დარბაზში, 14 მაისს რუსთავში – გ. ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში და 15 მაისს თბილისში – უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისში, ამბროლაურში, ჩოხატაურში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და გორში.

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2016 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]