weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ნიკა მელიასთან დაპირისპირების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა

21:18 ოთხშაბათი, 20 დეკემბერი 2017

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთან მომხდარინციდენტის გამო, რა დროსაც მან მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ნიკა მელიამ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო.

„მანამდე ვიდრე ჩვენ ვიქნებით დეპუტატები, თუ მთავრობის წევრები, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ყველას არ ეხება ეს, შეძლო, რომ გამოეყვანა მდგომარეობიდან ჩემი თავი და ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი. ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოდა იყო გამიზნული იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღეს, მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტში შეხვდა. სიტყვიერი დაპირისპირება ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ კვირიკაშვილს „უუნარო პრემიერ-მინისტრი“ უწოდა.

„გულით კარგი კაცი ბრძანდებით, მაგრამ არც პროფესიონალი ხართ, არც კვალიფიკაცია გაქვთ. ნუ გწყინთ. ქვეყანა რა დღეში ჩააგდეთ. მოხვედით აქ და პარლამენტარებისგან ნდობის მიღებას ითხოვთ და არ გრცხვენიათ, რომ თქვენი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს ივანიშვილს და გადაიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ვითომ პრემიერ-მინისტრი ხართ. არც არასოდეს გეკითხებოდნენ, არც გეკითხებიან და არც შეგეკითხებიან. ქვეყანა გააღატაკეთ. სირცხვილია, რომ თქვენ ხართ პრემიერ-მინისტრი. თქვენ ხართ, დიახაც, უუნარო პრემიერ-მინისტრი“, - აცხადებდა ნიკა მელია.

ამ განცხადებებს პრემიერ-მინისტრმა გინებით უპასუხა და დარბაზი დატოვა.

20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მთავრობის წევრები საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდნენ და მათ კითხვებს უპასუხეს. მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი 21 დეკემბერს, პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]