weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გაერო-ში იერუსალიმის სტატუსზე კენჭისყრას საქართველოს წარმომადგენელი არ დაესწრო

22:06 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების თაობაზე. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებები ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით კანონიერი ძალის მქონედ არ ჩაითვლება და უნდა გაუქმდეს.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 128 სახელმწიფომ დაუჭირა, 35-მა თავი შეიკავა, ცხრამ კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა. ამ ცხრა ქვეყანას შორის არის აშშ, ისრაელი, გვატემალა, მარშალის კუნძულები, პალაუ, ტოგო, მიკრონეზია, ნაურუ და ჰონდურასი.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრისას საქართველოს დელეგაცია დარბაზში არ იმყოფებოდა. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა და კონსულტაციები მიმდინარეობდა.

საქართველოს გარდა კენჭისყრას არ დაესწრო შვეიცარია, ზამბია, უკრაინა, თურქმენეთი, კენია, მიანმარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა-ბისაუ, სან მარინო, სამოა, სიერა-ლეონე, მონღოლეთი, ელ სალვადორი და სხვები.

გენერალური ასამბლეის სესიამდე ერთი დღით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ რეზოლუციას, აშშ-სგან ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებდნენ. „მათ [ქვეყნებს] ასობით მილიონი, მილიარდობით დოლარიც კი მიაქვთ და შემდეგ ხმას აძლევენ ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ ვუყურებთ ამ ხმებს. დაე, ჩვენს წინააღმდეგ მისცენს. ბევრს დავზოგავთ. ეს არ გვადარდებს“, - განაცხადა ტრამპმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]