weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აშშ გმობს ოკუპირებული ცხინვალის და რუსეთის ე.წ. სამხედრო შეთანხმებას

16:42 შაბათი, 27 იანვარი 2018

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან დადებული ე.წ. სამხედრო შეთანხმების რატიფიცირებას. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ არ აღიარებს ამ ე.წ. ალიანსის ლეგიტიმურობას, რომელიც არ წარმოადგენს ვალიდურ საერთაშორისო შეთანხმებას.

აშშ აცხადებს, რომ მათი პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ უცვლელია და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმების რატიფიცირება წინააღმდეგობაში მოდის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიასთან, რომლის მონაწილე რუსეთიცაა. აშშ მოუწოდებს რუსეთს, დააბრუნოს მისი ძალები 2008 წლის ომამდე არსებულ პოზიციებზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

24 იანვარს რუსეთის დუმმამ მოახდინა ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანებას გულისხმობს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ 26 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლა ჯარის რეფორმაა და არა მისი ლიკვიდაცია. „რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რუსეთის ჯარის შემადგენლობაში გადავლენ, რიგ უპირატესობებს მიიღებენ: მაღალ ანაზღაურებას, სრულ სოციალურ პაკეტს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გააგრძელებენ სამშობლოსთვის სამსახურს მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე“, - განაცხადა მარია კოტაევამ.

ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ეს ქმედება რუსეთის მხრიდან საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებად შეაფასა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]