weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

გამგებლის ინსტიტუტის გაუქმება არ იგეგმება – ირაკლი კობახიძე

17:43 სამშაბათი, 16 მაისი 2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გამგებლის ინსტიტუტს შესაძლოა სახელი შეეცვალოს და მერი ეწოდოს. მისი განმარტებით, საუბარია მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე და არა გამგებლის ინსტიტუტის გაუქმებაზე.

„გამგებელს შეიძლება ეწოდოს მერი, რაც არის ევროპაში საყოველთაოდ აპრობირებული პრაქტიკა. ინსტიტუტს არ ეხება ეს ცვლილება, ეხება მხოლოდ სახელწოდებას. ევროპული პრაქტიკაა ამ ტერმინის გამოყენება, მერი ნიშნავს თანამდებობის უმაღლეს პირს ადგილობრივ დონეზე, ამიტომ არის აპრობირებული ეს ტერმინი. გამგებელი არის ქართული ტერმინი. ხშირად, ეს ტერმინები აღრევას იწვევს, ადამიანებს ჰგონიათ, რომ მერი სხვა რამეა და გამგებელი – სხვა, სხვადასხვა კომპეტენციები აქვთ. ამ დროს, ერთი და იგივე უფლებამოსილება აქვთ ზუსტად მერსაც და გამგებელსაც. უბრალოდ, ერთი არის ქალაქის ხელმძღვანელი და მეორე არის სათემო მუნიციპალიტეტის ხელმძღვნელი. თუნდაც ამ აღრევის თავიდან არიდებისთვის შეიძლება სწორი იყოს, რომ ერთი ტერმნი გამოვიყენოთ – ეს იქნება მერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამგებლის თანამდებობის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით, განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ გააკეთა. „კვირის პალიტრასთან“ საუბარში მან აღნიშნა, რომ სამინისტრო თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ერთი თვითმმართველი ერთეული ჩამოყალიბდება. მისივე თქმით, შესაძლებელია ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი – მერი ერქვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]