weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გიგი უგულავა ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს

16:34 კვირა, 04 თებერვალი 2018

პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. ამის შესახებ გიგი უგულავამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

გიგი უგულავას თქმით, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს ვანსა და ხონში, გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

„დადგა დრო მოვიპოვოთ პირველი გამარჯვება გამარჯვებების ძალიან გრძელ და მნიშვნელოვან გზაზე. ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ ქვეყანას, ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გაზრდილ კრიმინალს, რომელსაც სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება. ვხედავთ თვითკმაყოფილ სახეებს ხელისუფლებაში და გაღატაკებულ სახეებს ქუჩაში.

სახელმწიფო აგებს ომს სიღარიბესთან, უმუშევრობასთან, კრიმინალთან. ჩვენ ვკარგავთ რწმენას საკუთარი თავის და ქვეყნის პერსპექტივის. ამიტომ მივიღე ეს გამოწვევა.

ხონსა და ვანს აქვს პრივილეგია, იყოს ცვლილებების მედროშე და ავანგარდი. დიდი პატივია იყო შენი მოსახლეობის ხმა პარლამენტში, მაგრამ აქ საქმე ჩემში არ არის. თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს ხონსა და ვანში, გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზეც. თუ ვიქნებით კონსოლიდირებული, 2018 წელი დიდი შემობრუნების და იმედის წლად შეიძლება ვაქციოთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი გახდა, თუმცა 2017 წლის დეკემბერში ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა და დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]