weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, გერმანია შეჩერების მექანიზმს აამოქმედებს - მეზიერი

10:47 კვირა, 18 თებერვალი 2018

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ტომას დე მეზიერის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოდან ვიზის დამრღვევთა რაოდენობა გაიზრდება, გერმანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს აამოქმედებს. მეზიერის თქმით, ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.

„შეხვედრაზე მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. საბოლოოდ ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს, მათ შორის, შეჩერების მექანიზმზეც. თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ დავიწყებთ ამ მექანიზმის ამოქმედებას. ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდება.

ჩვენ ჯერ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას არ ვაპირებთ, თუმცა ვიზის დამრღვევთა რაოდენობა შემაშფოთებელია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კრიმინალის ზრდაა. ამ პრობლემის მოგვარებაში საქართველო აქტიურად არის ჩართული. ჩვენც, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებთან.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს და საამისოდ მან კამპანიაც დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]