weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელავის საკრებულო ქალაქის სტატუსის გაუქმების საკითხს 19 მაისს განიხილავს

16:48 ხუთშაბათი, 18 მაისი 2017

ქალაქ თელავის საკრებულო თელავისთვის ქალაქის სტატუსის გაუქმების და თემის მუნიციპალიტეტთან გაერთიანების შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტროს წინადადებას 19 მაისს განიხილავს. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორც „რეგინფოს“ ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ განუცხადა, ის ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარს დაუჭერს.

15 მაისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილი გაუგზავნა, რომლითაც ითხოვს საკრებულოებმა იმსჯელონ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. საუბარია 7 თვითმმართველი ქალაქის, თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის სტატუსის გაუქმებაზე და თემის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანებაზე.

მინისტრის მოადგილის კახაბერ გულედანის განცხადებით, შეერთების შედეგად არ უნდა გაუარესდეს მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის აუცილებელი ფინანსური მდგომარეობა და ეს უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი კომპლექსური ცვლილებების გატარებით.

მუნიციპალიტეტების გაერთიანებას არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]