weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

რუსეთი აფხაზეთიდან პროდუქციის შეტანაზე დაწესებულ აკრძალვას აუქმებს

14:50 პარასკევი, 06 აპრილი 2018

რუსეთი აფხაზეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანაზე დაწესებულ აკრძალვას 10 აპრილიდან გააუქმებს. აფხაზური პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ თათბირზე 5 აპრილს მიიღეს. როგორც სამინისტროში განაცხადეს, აფხაზეთში დაახლოებით, 10.5 მილიონი ფაროსანა შეაგროვეს, რამაც აღკვეთა მისი გავრცელება მინდვრებში, ხეხილის ბაღებსა და ვენახებში.

შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ზომებზე, რომელიც აფხაზურმა მხარემ მავნებელთან საბრძოლველად მიიღო. „აფხაზეთის ხელისუფლებამ ადგილებზე დროულად შეძლო შენაერთების მობილიზაცია, ორგანიზება გაუკეთა ხელით შეგროვებას, ქიმიურ დამუშავებას, დიდი სამუშაო ჩაატარა მოსახლეობასთან“, – განაცხადა მემცენარეობის დეპარტამენტის დირექტორმა პიოტრ ჩეკმარიოვმა.

სამინისტროს ცნობით, აფხაზეთიდან შეტანილ პროდუქციას ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსსელხოზნადზორი“) გააკონტროლებს

2 აპრილს, აზიური ფაროსანის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, „როსსელხოზნადზორმა“ დააწესა დროებითი აკრძალვა ოკუპირებული აფხაზეთიდან ხილის, ბოსტნეულის და ყვავილების შეტანაზე.

ფაროსანასთან საბრძოლველად რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსახლეობას მისი ხელით შეგროვებისკენ მოუწოდა და 1 კილოგრამი ფაროსანას შეგროვებაზე 1000 რუბლის ოდენობით ფულადი ჯილდო დააწესა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]