weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე სერიოზულად ვფიქრობ – უსუფაშვილი

15:11 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.

„სერიოზულად ვფიქრობ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. ამაზე ადრეც არაერთხელ მითქვამს. ეხლა გამოვდივართ კონკრეტული გეგმით - 15 მაისიდან ჩავერთვებით წინასაარჩევნო კამპანიაში და დაახლოებით 15 აგვისტოსთვის გადავწყვეტთ, ჩავერთვებით თუ არა საარჩევნო კამპანიაში. ჩვენ გვაქვს ძალიან ღია და სათანამშრომლო ურთიერთობა ყველა პოლიტიკურ ძალასთან“, - განაცხადა უსუფაშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში. 

საპრეზიდენტო არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება. 

დავით უსუფაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება „შენების მოძრაობა“ 2017 წლის ივნისში დააფუძნა. 2012-2016 წლებში ის საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტს თავმჯდომარეობდა. 25 წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. 2016 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დავით უსუფაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ საპარლამენტო სიის პირველ ნომრად დასახელდა. ის საბურთალოს რაიონის N6 მაჟორიტარული ოლქში იყრიდა კენჭს და ამომრჩევენთა ხმების 11.1% მიიღო. 

დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს დატოვა. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ პარტიის დამფუძნებლებსა და სხვა ლიდერებს მისგან განსხვავებული ხედვები აღმოაჩნდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]