weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქვეყანას პოზიტიურად წაადგება – მამუკა მდინარაძე

15:08 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

„ბიძინა ივანიშვილის პარტიის ხელმძღვანელად დაბრუნება არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი და პოზიტიური იმპულსი, რომ პარტია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მოგეხსენებათ, მმართველი პარტიის გაძლიერება ქვეყნის გაძლიერებასაც ნიშნავს. ეს ჩვენ ქვეყანას ბუნებრივია ძალიან პოზიტიურად წაადგება“, - ამის შესახებ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„კიდევ უფრო მეტი პოზიტივისთვის, სწორი მენეჯმენტისთვის და იმისთვის, რომ ასეთი ავტორიტეტის მქონე ადამიანმა თავისი ავტორიტეტი და რესურსი გამოიყენოს მის მიერ დაფუძნებული პარტიის გაძლიერებისთვის, დაეთანხმა პრემიერის შეთავაზებას პარტიის ხელმძღვანელად მოსულიყო“, - აღნიშნა მდინარაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება და პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ჩაუდგება სათავეში. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, შემდეგ კი ყრილობა, სადაც ბიძინა ივანიშვილს თავმჯდომარედ აირჩევენ.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის 21 აპრილს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ბაზაზე შეიქმნა. მის თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს. კობახიძის შემდეგ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ამჟამად ამ პოზიციას გიორგი კვირიკაშვილი იკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]