weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სირიამ ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა

14:02 სამშაბათი, 29 მაისი 2018
ფოტოზე სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ფოტოზე სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი

სირიის არაბთა რესპუბლიკამ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სამთავრობო მედია ავრცელებს.

გამოცემა SANA-ს ცნობით, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მხარეები საელჩოების დონეზე დიპლომტიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ. უწყებაში განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებით აფასებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას, რომელიც მათ სირიის წინააღმდეგ ტერორისტთა აგრესიის დროს გამოავლინეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 2018 წლის აპრილში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ცხინვალში მიიწვია. ბიბილოვმა მაშინ განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თანაუგრძნობს და სოლიდარობას უცხადებს სირიელ ხალხს“.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ სირიისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის მზაობა გამოთქვა.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას და ნაურუს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]