weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი მეჯვრისხევის და კირბალის მოსახლეობას აფრთხილებს

23:05 სამშაბათი, 29 მაისი 2018

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხელი ხაზის მეშვეობით აცნობეს, რომ 30 მაისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაკავება.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც მეჯვრისხევის და კირბალის მცხოვრებლები ლომისობას აღნიშნავენ, ამჟამად საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მიღებული მუქარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე - სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ. ლომისობას ხალში მლეთაში საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]