weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აზერ სულეიმანოვისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი ჯერ არ განიხილება - პროკურორი

15:34 ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018
ფოტოზე: აზერ სულეიმანოვი ფოტოზე: აზერ სულეიმანოვი

„აზერ სულეიმანოვს პარლამენტის წევრის იმუნიტეტი იცავს დაკავების და დაპატიმრების ღონისძიებებისგან. მას ნაკლებად მძიმე დანაშაული, ძალადობა ედება ბრალად, რომლისთვისაც სანქცია არის 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ჩვენ არ გამოვიყენეთ ამ ეტაპზე დაკავების და დაპატიმრების ღონისძიებები. ამდენად, ახლა არ დგას იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დღის წესრიგში“, - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

მარნეულში მოქალაქე ელჩინ ა-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვიც ფიგურირებს.

პროკურატურის ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ა-ს მოსთხოვა, აეხსნა, ვისი დავალებით აგინა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში მარნეულის მერი და ბიძინა ივანიშვილი, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამდენიმე პირთან ერთად ელჩინ ა-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ელჩინ ა-ს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე მარნეულის მერის თემურ აბაზოვის და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა, ჯერ საჯარო ბოდიში მოახდევინეს, შემდეგ კი სახე შარდით დააბანინეს.

პროკურატურის განცხადებით, ელჩინ ა-ი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს მარნეულში, ე.წ. „ჟეჟებეს“ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი.

მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ა-ს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ა-ი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

თემურ აბაზოვი დაკავებულია. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]