weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

კვირიკაშვილი იყო ყველაზე კომფორტული სამუშაო უმაღლესი თანამდებობის პირი - პრეზიდენტი

12:30 ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018

„ეს მე-3 პრემიერ-მინისტრია, რომელიც წავიდა, მაგრამ მიმუშავია 4 უმაღლეს თანამდებობის პირთან - ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი კვირიკაშვილი, ბატონი უსუფაშვილი, ბატონი კობახიძე. მინდა, ნათლად ვთქვა, რომ ბატონი გიორგი, ყველაზე, ასე ვთქვათ, კომფორტული სამუშაო უმაღლესი თანამდებობის პირი იყო, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით იმისა, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ვერ იტყვის, რომ საქართველოში ეკონომიკა და მოქალაქეების კეთილდღეობა უმაღლეს დონეზეა, მაგრამ ასევე ვერ იტყვის, რომ წარუმატებელი იყო ბატონი კვირიკაშვილის საქმიანობა.

„ეკონომიკურ პრობლემებზე, დაახლოებით, ერთი თვის წინ პარლამენტში ვისაუბრე, მაგრამ მაშინ სრული მიუღებლობა იყო იმ ჭეშმარიტების, რომ დასაქმების მიმართულებით სირთულეები არსებობს და ასე შემდეგ. უცებ UNICEF-ის კვლევამ გასაგები გახადა ეს საქართველოს მთავრობისთვის, რომ ეკონომიკის მიმართულებით არსებობს პრობლემები. მინდა ვთქვა, რომ ბატონი კვირიკაშვილის გუნდის მიერ ორი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად ვერ შეიძლება შეფასდეს, როგორც წარუმატებელი და უარყოფითი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა მმართველ პარტიას, პრემიერად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გუშინ გადადგა. ამის მიზეზად მან ფუნდამენტურ საკითხებზე პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული მოსაზრებები და პოზიციები დაასახელა. პრემიერის გადადგომის გამო მთავრობის ყველა წევრს უფლებამოსილება შეუწყდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]