weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

შეწუხებული ვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც მუხთარლის საქმეზე კეთდება - იანოშ ჰერმანი

10:08 შაბათი, 03 ივნისი 2017

„ვუერთდები იმ წუხილსა და გამონათქვამებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტია. ის აზერბაიჯანელია, მაგრამ საქართველოში ცხოვრობდა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

იანოშ ჰერმანის თქმით, ყურადღებით აკვირდება პროცესს და იმედს გამოთქვამს, რომ ყველაფერი ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვით გაირკვევა.

„ძალიან შეწუხებული ვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და ადამიანის უფლებების დამცველის საქმის მიმართ კეთდება. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ საქმეს და ინფორმაციას, რომელსაც ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველი და პოლიტიკური ძალები გვაწვდიან. ველით, რომ ფაქტები დადგინდება და საკითხი გაირკვევა. ჩვენ ვაფასებთ, რომ საქართველო ერთგულია ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტების მიმართ ევროკავშირთან თანამშრომლობით. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამ პრინციპების ერთგული დარჩება. ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ ამ შემთხვევის გამო. ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს და იმედი გვაქვს, ყველაფერი გაირკვევა, ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი გაკეთდება ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვით, როცა გვექნება სრული სურათი ამის შემდეგ შევძლებთ დასკვნების გაკეთებას,“ - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

29 მაისს, თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი ბაქოში იმყოფება, სადაც მას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ჟურნალისტის ადვოკატები და მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა აცხადებენ, რომ ის თბილისიდან, ჭონქაძის ქუჩიდან ქართულად მოსაუბრე ორმა ადამიანმა გაიტაცა და შემდეგ აზერბაიჯანულად მოსაუბრე პირებს გადასცეს. ლეილა მუსტაფაევას თქმით, ქართული მხარე აზერბაიჯანთან შეთანხმებულად მოქმედებდა.

31 მაისს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი შესაძლოა, ჟურნალისტი არც არის. მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ურჩია. მეორე დღეს, ჯეჯელავამ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ აფგან მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტია.

აფგან მუხთარლის გატაცებასა და აზრბაიჯანისთვის გადაცემის ვერსიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სპეკულაციად აფასებს. მისი განცხადებით, წინასწარი დასკვნების გაკეთება მიუღებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]