weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი იქნება

09:37 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ბატიაშვილია წარდგენილი.

„მიხეილ ბატიაშვილი ძალიან ცნობილი ფიგურაა ჩვენს პროფესიულ წრეებში. მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში იგი გახლავთ ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი და აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბატიაშვილის წარდგენისას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანა განათლების სისტემაში არის 5-დონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს სკოლამდელი განათლების, სკოლის განათლების, პროფესიული განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და განათლებასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას.

„დარწმუნებული ვარ, მიხეილ ბატიაშვილი ჩვენი მხარდაჭერით შეძლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, განათლების ხუთივე საფეხურზე გატარდება ძირეული რეფორმები, რომელიც შექმინის ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ახალ სისტემას.

„ტექნოლოგიების და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში. ვფიქრობთ, რომ როგორც განათლების მიმართულებით, ისე ყველა ამ სფეროში გატარდება ძირეული რეფორმები, რომლებიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება სწრაფ შედეგებზე, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრი იქნება. მინისტრთა განახლებული კაბინეტი ნდობის მისაღებად პარლამენტს წარედგინება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]