weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გავაგრძელებთ საქართველოს მომზადებას NATO-ს წევრობისთვის - იენს სტოლტენბერგი

11:56 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მომზადებას ნატო-ს წევრობისთვის, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და მეგობარია.

ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს დღეს შეხვდა. 

„10 წელი გავიდა საქართველო-ნატო-ს კომისიის პირველი შეხვედრის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა გაძლიერდა, უფრო მტკიცე გახდა. ნატო-ს ურთიერთობა საქართველოსთან უნიკალურია. საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოპერაციული პარტნიორი და მეგობარია. ჩვენი პარტნიორობა აძლიერებს როგორც საქართველოს, ისე ნატო-ს და უფრო უსაფრთხოს ხდის. მადლობას გიხდით საქართველოს კონტრიბუციისთვის ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ვაფასებთ ქართველი ხალხის მსხვერპლს და წვლილს, რომელიც შეტანილია ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში.

საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. გუშინ ალიანსის წევრებმა ეს დაადასტურეს და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად გაწევრიანებისთვის მომზადებას. ჩვენთვის შთამბეჭდავია თქვენი პროგრესი რეფორმებში და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

საქართველო-ნატო-ს არსებითი პაკეტი ხელს უწყობს თქვენი თავდაცვის ამაღლებას. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ნატოს სასწავლო ცენტრში, პოლონეთში, ასევე, ნატო-საქართველოს ერთობლივ სასწავლო ცენტრში, თბილისში. მოველი წევრთა თანამშრომლობას ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტრატეგიული მხარდაჭერისთვის შავი ზღვის რეგიონში.

ნატო მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მოიცავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.

ჩვენ გვინდა მივესალმოთ თქვენს სურვილს, მშპ-ს 2 %-ის ინვესტიცია გააკეთოთ ნატო-ს და ეროვნულ თავდაცვაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი 11 ივლისს დაიწყო და მასში ალიანსის 29 წევრი და 20 პარტნიორი ქვეყანა მონაწილეობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ალიანსის სამიტის მუშაობაში უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]