weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ტრამპი - საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შანსი აქვს, მაგრამ ახლა არა

17:28 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გარკვეული თვალსაზრისით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი აქვს, მაგრამ ახლა არა.

შეკითხვას, რას ფიქრობს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, დონალდ ტრამპმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე უპასუხა. ტრამპის თქმით, საქართველოს წარმომადგენლებმა ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს.

„ჩვენ მოვისმინეთ მათი გასაჭირი. საქართველოსთან დაკავშირებით მძიმე ვითარებაა, მაგრამ მათ შეხვედრაზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დღესვე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტრამპთან მოკლე შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ს როლი საქართველოს ნატო-ში დაჩქარებული ინტეგრაციის გზაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]