weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს – არჩილ თალაკვაძე

10:52 ორშაბათი, 16 ივლისი 2018

მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დღეს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო“, - განაცხადა თალაკვაძემ.

გამთენიისას მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

5 აპრილს, შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა

მინდელის მაღაროში ქვანახშირს „საქნახშირი“ მოიპოვებს, რომელიც საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]