weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

მიხეილ ჩხენკელი და სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

18:45 ორშაბათი, 16 ივლისი 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ეყოლება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა, განათლების საკითხებში მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება.

მთავრობის რესტრუქტურიზაციამდე სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრი იყო, მიხეილ ჩხენკელი კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

სამთავრობო ცვლილებების შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო გაუქმდა, ხოლო მისი ფუნქციები სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდა - დევნილთა განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსტორში გადავიდა, მიგრაციის კომპონენტი შსს-ში, ხოლო სოციალური საკითხები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეერწყა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიად მიხეილ ბატიაშვილი დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]