weather cur horoscope tv
დეკემბერი 11, 2019

თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს ექნება

17:54 ორშაბათი, 05 ივნისი 2017 hits 1501

პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შემცირებას და 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და კიდევ 20 კანონში შედის. პროექტის ავტორი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსი უუქმდება თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთას და ახალციხეს.

დღესვე თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტის თავმჯდომარე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„ადგილობრივი თვითმმართველობა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით რეფორმა სწორი მიდგომით განხორციელდეს. ამისთვის, პარლამენტი მთავრობასთან, კერძოდ კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიული, ერთიანი ხედვა, რომელიც თვითმმართველობის განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაგვიყვანს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

თვითმმართველობის განვითარების მიმართულებებზე ისაუბრა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. ზურაბ ალავიძე ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების მნიშვნელობას შეეხო და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება სტრატეგიულ დოკუმენტში მიმართულებების მიხედვით დეტალურად გაიწერება.

„დეცენტრალიზაციის პრინციპები უკვე გვაქვს და იგი „თვითმმართველობის კოდექსის“ დონეზეა მიღებული. ახლა ეს მყარდება და კონსტიტუციაში ჩნდება ჩანაწერი, რათა ეს პროცესი შეუქცევადი გახდეს. ჩვენი მიზანია ნაბიჯ-ნაბიჯ მეტი დეცენტრალიზაცია მივიღოთ ანუ გარკვეული პროგრესის მიღწევის შემდეგ გადავიდეთ ახალ ამოცანაზე. ჩვენ ვმუშაობთ თვითმმართველობის განვითარების ახალ სტრატეგიაზე, რომელიც სამი ძირითადი მიმართულებით წარიმიართება. ეს არის თვითმმართველობაში მოსახლეობის მეტი ჩართულობა, ეკონომიკური ზრდა და სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]