weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2020

ზახაროვა: დაინტერესებული ვართ, საქართველოსთან ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს

14:39 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018 hits 901

„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები სრულმასშტაბიანად აღდგეს. ეს სრულად პასუხობს ქართველი და რუსი ხალხის საფუძვლიან ინტერესებს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მარია ზახაროვას თქმით, ურთიერთობების ნორმალიზების პროგრესი მხოლოდ და მხოლოდ თბილისის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ „ოთხოზორია - ტატუნაშვილის სია“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენას არ იქონიებს, რადგან „ტრაგიკულ ინციდენტებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შეემთხვათ, რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი ზახაროვას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენის საკითხი გადის იმ წითელ ხაზზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჰქვია.

„ყველა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია, ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ჩვენ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით მიუხედავად ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისა. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ამას შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია. ჩვენი პოლიტიკა გამიზნულია იქითკენ, რომ სამშვიდობო ინიციატივები გაგრძელდეს“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]