weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სირიამ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

12:09 ორშაბათი, 23 ივლისი 2018

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა დამასკოში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც „ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას“ ითვალისწინებს.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ინფორმაციით, მედოევმა დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის სახელით მადლიერება გამოხატა სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო. შეხვედრაზე ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების განვითარებაზეც ისაუბრეს.

სირიის ხელისუფლებამ, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები ამ ქმედებების საპასუხოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]