weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მუხთარლის საქმემ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა - ეკა მიშველაძე

16:22 სამშაბათი, 06 ივნისი 2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი დროულად უნდა გაეცეს. პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, ყოველი დღე, რომელიც პასუხს არ სცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას კიდევ უფრო მეტად აზიანებს.

„ამ სამწუხარო ფაქტმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა. ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებს დევნიან, სადაც ადამიანებს იტაცებენ და სადაც ადამიანის უფლებები დაუცველია. ამასთანავე, ეს არის ის მაღალი სტანდარტი, რომლითაც სახელმწიფომ უნდა იფუნქციონიროს.

დღეს ჩვენ ყველანი, ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, ვიმყოფებით ამ შელახული იმიჯის დაძლევის კრიზისულ ეტაპზე და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, რაც უფრო ხშირად მოისმენს საზოგადოება არაადეკვატურ კომენტარებს, მით უფრო საზიანოა ეს ქვეყნისთვის“,- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან მუხთარლი დღეს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ წინასწარ სამთვიან პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ის თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა და ადვოკატები აცხადებენ, რომ აფგან მუხთარლი თბილისში, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს, რომლებიც ქართულად საუბრობდენენ.

ადვოკატების ვარაუდით, ჟურნალისტის გატაცების საქმეში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ისინი ითხოვენ, რომ საქმე მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს.

საქართველოს მთავრობას მუხთარლის შესაძლო გატაცების საქმის სრული, დროული და გამჭირვალე გამოძიების უზრუნველყოფისკენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]