weather cur horoscope tv
სექტემბერი 24, 2020

სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მაღალი შანსი აქვს - ეკა ბესელია

12:29 სამშაბათი, 31 ივლისი 2018 hits 1755

თუ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, მგონია, რომ მას აქვს პირველივე ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ. 

„ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. განსაკუთრებით, როცა იმ კანდიდატებს ვუყურებ, ვინც სახელდება, უფრო მიმყარდება ეს განცდა - ქალია, გამოცდილია, ბევრი პოლიტიკური სიძნელე გადაულახავს. ის ძალიან რთულ, სახიფათო და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში იყო გაბედული, ფრონტის წინა ხაზზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსმა რა გზა გაიარა. განმსაზღვრელი არ არის, ვინ როგორ იღიმება და ვის როგორ მოსწონს ან არ მოსწონს. განმსაზღვრელი არის ბიოგრაფია, განვლილი გზა და სახელმწიფოებრივი ხედვა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბესელიას ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიმართა საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის თაობაზე.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საქართველოსა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას აპირებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]