weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

74%-ს არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში - NDI

12:14 ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გამოკითხულთა 74%-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ვის მისცემს ხმას არჩევნებში. NDI-ის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებით, ეს არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რიცხვი, რომელიც წლების განმავლობაში მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირდა.

შეკითხვაზე - ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემთ ხმას, - 74%-მა თქვა, რომ გადაწყვეტილი არ აქვს. 20%-ს გადაწყვეტილი აქვს ვის მისცემს ხმას, 5%-მა კი შეკითხვაზე უპასუხა „არ ვიცი“.

ამასთან, კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 59% არჩევნებზე წავიდოდა, ხოლო 41% არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება. არჩევნების ზუსტი თარიღი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ამ დრომდე არ დაუსახელებია.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1.9 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]