weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები ორშაბათიდან დაიწყება

11:47 შაბათი, 04 აგვისტო 2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად 6 აგვისტოდან ფართო კონსულტაციებს დაიწყებს. პრეზიდენტი მოუწოდებს აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს - იურისტებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე მუშაობდნენ, კონსულტაციებში ჩაერთონ.

„სასამართლო სისტემის გაჯანსაღება, იქ არსებული ვითარების თვისობრივად შეცვლა არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ან ვუპასუხებთ, ან დავრჩებით იმ მანკიერ წრეზე, რომელსაც არაერთი სერიოზული პრობლემა შეუქმნია სახელმწიფო სისტემისთვის და ქვეყნის მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, კონსულტაციების მიზანი უნდა იყოს ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელიც შეძლებს დაიწყოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება.

პრეზიდენტის განცხადებით, ნინო გვენეტაძის გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომელთა შესახებაც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ავტორიტეტული იუსრისტები და ამ დარგის სპრციალისტები საუბრობდნენ.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სასამართლო სისტემაში უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ პოსტის დატოვება თავისთავად უაღრესად  მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ  განსაკუთრებით რთული ხდება, თუ თვალს მივადევნებთ იმ მოვლენებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდნენ.

„არაერთი მოსამართლე, ან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ხაზს უსვამდა იმ მძიმე ვითარებას, რომელიც სასამართლო სისტემაშია. იგივე საკითხზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის კრიტიკა და შეშფოთება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და მეგობრებისგან. მაგრამ  ყველაზე ნიშანდობლივი არის ნინოს განცხადება, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. მე მინდა, რომ ეს გადადგომაც არ იყოს ისე მიჩქმალული, როგორც ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ნინო გვენეტაძე 2 აგვისტოს გადადგა. ამის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]