weather cur horoscope tv
მაისი 29, 2020

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს: ცოტა ტვინი გაანძრიეთ

13:15 ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018 hits 2274

„ჟურნალისტებმა ცოტა ტვინი გაანძრიეთ“, - ასე მიმართა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იცხოვრებს თუ არა ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში.

„უკვე გიპასუხეთ. გადაახვიეთ და მოუსმინეთ. ჩემი აზრი უკვე ვთქვი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი. მე ვთქვი, რომ ჩემთვის, ქალი პრეზიდენტისთვის, სრულად შესატყვისია ორბელიანების სასახლე. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ასეთი ტიპის სასახლეში. მეორე, მე ისიც ვთქვი, რომ ჩემს სახლში ვიცხოვრებ, ჩემი სახლიდან ფეხით ვივლი და ესეც პრეზიდენტობის ახალი ფორმაა. მზად ვარ ყველაფერი გავიმეორო, მაგრამ ეს უკვე ნათქვამი მაქვს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. როგორც მან განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა იმედი აქვს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]