weather cur horoscope tv
მაისი 29, 2020

მე პირველ რიგში ქალების პრეზიდენტი ვიქნები – სალომე ზურაბიშვილი

17:00 ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018 hits 3871

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის პირველ რიგში ქალების პრეზიდენტი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ქალია. სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ დიდ ჯიხაიშში ისაუბრა, სადაც ამომრჩეველს საკუთარი საარჩევნო პროგრამა და ინიციატივები გააცნო.

„მე ვიქნები არა მხოლოდ მედიატორი და ძრავა ამ ინიციატივების და იდეების, მე ვიქნები ამ საზოგადოების პრეზიდენტი და პირველ რიგში, ბუნებრივად, ვიქნები ქალების პრეზიდენტი. პირველი ქალი პრეზიდენტი არ შეიძლება არ იყო ქალების პრეზიდენტი. დიდი ხანია ეს ჩვენს ისტორიაში არ მომხდარა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ქალთა მიმართ ძალადობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს ჩვენი კულტურის ნგრევაა“. მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იმ პირებთან ერთად, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, იმუშავებს პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყანას ქალებზე ძალადობასთან დაკავშირებით უნდა ჰქონდეს.

„დღეს ამ ქვეყანაში გაჩნდა ქალთა მიმართ ძალადობა, რაც არის დამანგრეველი არა იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ტრაგიკული სტატისტიკა გაგვაჩნია - არა. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი კულტურის დანგრევა. ეს არის ის, რაც არასდროს არ ყოფილა, დღევანდელ დღეს კი მზარდიც არის. ამიტომ ამას უნდა მივხედოთ და როგორც პრეზიდენტი, მე ვიქნები ამ საკითხის მიმართ ყოველდღიური ყურადღებით“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ემიგრაციაში მყოფ ქალებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უცხოეთში წასული ქალები ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახური, სადაც სამშობლოში დაბრუნებულ ქალებს „მოუსმენენ, ფსიქოლოგიურ რჩევებს მისცემენ, რომ როგორც დღეს ხდება, ამ ქვეყანაში თავი უცხოდ არ იგრძნონ და შემდეგ ისევ უკან არ წავიდნენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]