weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2021

ვინ ინიშნებიან გუბერნატორების ვაკანტურ თანამდებობებზე

00:45 კვირა, 19 აგვისტო 2018 hits 3119

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია ინიშნება, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად შალვა კერესელიძე, ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, შიდა ქართლში ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, იმერეთში შავლეგო ტაბატაძე და სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი. ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. პრემიერ-მინისტრი ახალ გუბერნატორებს 20 აგვისტოს წარადგენს.

ალექსანდრე მოწერელია „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარეა.

შალვა კერესელიძე - სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

შოთა რეხვიაშვილი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე, 2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ; 2004-2012 წლებში მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2004-2008 წლებში იყო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი მუშაობდა სოფლის მეურნეობის ფონდისხელმძღვანელად, მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ დირექტორად. 2007-2009 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. 2005-2006 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განყოფილების უფროსი; 2004 -2005 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილის თანაშემწედ.

შავლეგო ტაბატაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ყოფილი სარდალია. იყო I ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, III ქვეითი ბრიგადის მეთაური, V ქვეითი ბრიგადის მეთაური; მუშაობდა გენერალურ შტაბში J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსად.

ბესიკ ამირანაშვილი წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2016–2017 წლებში ის შს მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 2015 წელს აჭარის ა/რ მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა, 2015-2016 წლებში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო; 2014-2015 წლებში ამირანაშვილს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, ხოლო 2013-2014 წლებში კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]