weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა

13:50 სამშაბათი, 21 აგვისტო 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. სუს-ის პრესსამსახურში გოგაშვილის გადადგომის მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებენ.

იოსებ გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ 2015 წლიდან მუშაობდა. 

„რეგინფო“ წერდა, რომ იოსებ გოგაშვილის კარიერული წინსვლა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან იყო დაკავშირებული. 2012 წლის ნოემბერში იოსებ გოგაშვილი შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში რიგით ინსპექტორად დაინიშნა; მალევე გახდა ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ კი სასაზღვრო პოლიციაში სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2015 წლის იანვარში იგი ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო იმავე წლის აგვისტოში სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

იოსებ გოგაშვილის ოჯახს 2013 წლის მდგომარეობით რაიმე ქონება და შემოსავალი არ გააჩნდა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, გოგაშვილის 5-სულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და საარსებო შემწეობას - თვეში 126 ლარს იღებდა.

2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, გოგაშვილის ოჯახის საკუთრებაში ოფიციალურად ირიცხება 200 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ნივთები, ხოლო საჯარო სექტორიდან წლიური შემოსავალი თითქმის 215 000 ლარია.

 

ამ თემაზე:

როგორ იზრდებოდა სუს-ის უფროსის მოადგილის ოჯახის ქონება და შემოსავლები

სპეცოპერაციას, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]