weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვაკვირდებით საპრეზიდენტო კანდიდატებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას - ბახტაძე

11:20 ოთხშაბათი, 22 აგვისტო 2018

„ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ვაკვირდებით იმ კანდიდატებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან და შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ბევრი კანდიდატია, რომელიც ნებისმიერ არჩევნებზე ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს.

„ჩვენ არაერთხელ ავხსენით, თუ რაში გამოიხატება ჩვენი მიდგომა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს, ვაკვირდებით იმ კანდიდატებს,  რომლებიც დარეგისტრირდებიან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ისიც აღვნიშნეთ, რომ გუნდში მიმდინარეობს არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ, დისკუსია ამ საკითხზეც და მე თვითონაც არაერთხელ გავაკეთე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა. აქედან გამომდინარე, ორივე პოზიციას პარტიაში აქვს თავისი არგუმენტები. ვინაიდან გვაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, შეიძლება ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იყოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიიღოს მმართველმა ძალამ მონაწილეობა, თუმცა, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ, არსებობს პოზიცია, რომ პარტია აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი თავისი კანდიდატით ამ არჩევნებზე. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]