weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

საქართველოს დღეს ანგელა მერკელი ეწვევა

11:21 ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 hits 1292

საქართველოს დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. გერმანიის კანცლერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:30 საათზე დაფრინდება, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან.

ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. ასევე, გაიმართება გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც გერმანიის მხრიდან ანგელა მერკელი, სახელმწიფო მდივანი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის მრჩეველი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, კანცელარიის სამხრეთ კავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი, ხოლო საქართველოს მხრიდან მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია, დავით ზალკალიანი, მიხეილ ბატიაშვილი, ივანე მაჭავარიანი, ელგუჯა ხოკრიშვილი, კახა კახიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, პრემიერის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე და ვახტანგ ქათამაძე დაესწრებიან.

პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მოგვიანებით ანგელა მერკელი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. დღის ბოლოს კი, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

რაც შეეხება 24 აგვისტოს, გერმანიის კანცლერი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეხვედრებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართავს. მერკელი ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამის შემდეგ მერკელი შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) პროგრამის ფარგლებში გამართავს.

ასევე, 24 აგვისტოს დაგეგმილია კანცლერის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]