weather cur horoscope tv
აგვისტო 06, 2020

10 წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას – ანგელა მერკელი

18:14 ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 hits 2615

„საქართველოში ბოლოს 10 წლის წინ ვიყავი. მაშინ ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მე მაშინ მკაფიოდ მოვითხოვე რუსეთის ჯარების გაყვანა და ათი წლის შემდეგაც მხარს ვუჭერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ წვლილს შევიტანთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჟურნალისტმა ანგელა მერკელს ჰკითხა, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ისაუბრეს თუ არა საქართველოს ოკუპაციაზე, რაზეც გერმანიის კანცლერმა განაცხადა:

„მე ხვალ მექნება შესაძლებლობა მივიდე ადმინიტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, სადაც, მათ შორის, ევროკავშირის მისიაა წარმოდგენილი.

ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, მე მას ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია.

მიუხედავად დიდი დაძაბულობისა, დიდი ძალისხმევისა ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა არ უნდა მოხდეს სიტუაციასთან შეგუება, ჩვენ ყოველდღიურად მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე“, - განაცხადა ანგელა მერკელმა პრესკონფერენციაზე.

ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს პირისპირ შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, საქართველოს მიღწევებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებებს შორის შერიგებას და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

„გერმანიის კანცლერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]