weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა – მერკელი

19:44 ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან გერმანიაში ძალიან ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა, თუმცა მათი რიცხვი შემცირებულია. მისივე თქმით, საქართველო ცალსახად უსაფრთხო ქვეყანაა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კიდევ უფრო შემცირდება ასეთი პირების რაოდენობა“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელსაც ქართველი ხალხი ძალიან უფრთხილდება.

„თუ ჩვენ შევადარებთ იანვრის სტატისტიკას ზაფხულის თვეებთან, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა დაახლოებით 70%-ით არის შემცირებული. ეს არის ძალიან კარგი პროგრესი. ორი ქვეყნის შესაბამის სამსახურებსა და უწყებებს შორის არის ძალიან კარგი კოორდინაცია. სწორედ აქედან გამომდინარე, ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რომ არავინ ისარგებლოს ბოროტად ამ ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარით, რომელიც მთელ ქართველ ხალხს ეკუთვნის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]