weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უცხოელებზე მიწის გაყიდვა კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს

13:35 ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 hits 1016

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს, კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღარ შეეძლება.

„მმართველ გუნდში გაიმართა კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობდა მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი იმ პირებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა. ფორმულირება იქნება შემდეგი – სასოფლო-სამეურნეო მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მოთხოვნას.

მიწის გასხვისების საკითხის კონსტიტუციით დარეგულირებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. მისი თქმით, კონსტიტუციის ახალი ჩანაწერი გახდება მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე არ გასხვისდება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]