weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტებს შევქმნით – ანგელა მერკელი

12:09 პარასკევი, 24 აგვისტო 2018 hits 9668

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის მთავრობა საქართველოს და დასავლეთ ბალკანური ქვეყნების მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტებს შექმნის, რათა დასაქმების ლეგალური გზები არსებობდეს. მერკელის განმარტებით, კვოტები შეიქმნება გარკვეული სპეციალობებისთვის, რომლებიც გერმანულ ბაზარზე დეფიციტურია.

„ჩვენ ვამუშავებთ დარგის სპეციალისტების კანონპროექტს არა ზოგადად, არამედ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის, მათ შორის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს, მათ შორის გაძლიერდეს პროფესიული სკოლები მრავალი მიმართულებით. ამას გარდა, მნიშვნელოვანია გერმანული ენის ხელშეწყობა, უმაღლესი განათლების მიღება, რათა ათვისებული და გაძლიერებული იქნას გერმანიაში აღიარებული პროფესიული ხელობა. ძალიან რთულია, რასაც ადამიანები ითვისებენ, სწავლობენ და ისევ და ისევ ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ამის გამოყენება“, - აღნიშნა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე.

მანამდე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ანგელა მერკელთან შეხვედრაზე გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.

„ჩემს მიერ დაყენებული კონკრეტული თხოვნა იყო, მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება. კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ ის არის თანახმა, დაიწყოს მუშაობა ამ თემაზე და გერმანიის მთავრობა შეიმუშავებს იმ პროფესიების სიას, სადაც ქართველებს მიეცემათ მუშაობის საშუალება. მინდა მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას, მიჰყვეს ამ შეთანხმებას და გააკეთოს ყველაფერი, რომ კანცლერის დადებითი აზრი და მისი დაპირება გადაიზარდოს კონკრეტულ შედეგში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ გერმანიის კანცლერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]