weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პრეზიდენტს კონსენსუსის მისაღწევად ყველა გზა უნდა გამოეყენებინა - ნინო ლომჯარია

21:10 პარასკევი, 24 აგვისტო 2018

„პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა და ყველა გზით უნდა ეცადა, რომ მიღწეულიყო გარკვეული კონსენსუსი. პრეზიდენტს უნდა დაესახელებინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა მიუხედავად იმისა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას უმრავლესობის მხრიდან“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილის მიერ კანდიდატურის დასახელების პროცესს სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

„ჩემი პოზიცია იყო და დღესაც არის, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა ამ ვითარებაში, როდესაც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანასა და სასამართლოს სისტემას ძლიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პრეზიდენტს ეს პროცესი უნდა გაეგრძელებინა“, - ამბობს ნინო ლომჯარია.

დაახლოებით ორკვირიანი კონსულტაციების შემდეგ, დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას აღარ დაასახელებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განმარტა, „ქართულ ოცნებასთან“კონსენსუსი ვერ შედგა და ასეთ სიტუაციაში პრეზიდენტის მიერ კანდიდატურის დასახელება შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება არ იქნებოდა.

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 აგვისტოს ნინო გვენეტაძემ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]