weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

28 ოქტომბერს თერჯოლასა და სამტრედიაში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება

16:43 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018

28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, საკრებულოს შუალედური არჩევნებიც ჩატარდება. თერჯოლასა და სამტრედიაში შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ცესკომ დღევანდელ სხდომაზე განკარგულება გამოსცა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს შუალედური არჩევნები №49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის №49.18 ძევრის თემისა და №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქის №54.01.04 სამტრედიის ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება.

„ცესკო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის დამატებით სახსრებს არ გამოითხოვს. შესაბამისად, ეს არჩევნები იმ ხარჯებით უნდა დაფინანსდეს, რომელიც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გვაქვს გამოყოფილი“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ ძევრის მაჟორიტარ დეპუტატს, მანუჩარ ფანჩულიძეს უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყდა, რაც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ დაინიშნა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შუალედური არჩევნების დანიშვნის საფუძველი კი მაჟორიტარი დეპუტატის, ლაშა რუსიას საზღვარგარეთ წასვლა გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]