weather cur horoscope tv
აპრილი 22, 2021

რეჟისორი გიორგი შენგელაია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

17:00 ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018 hits 2395

რეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. მისი კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს წარადგინა. როგორც შენგელაიამ აღნიშნა, არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული გაჭირვების გამო მიიღო.

„პრეზიდენტობის კანდიდატად იმიტომ ვრეგისტრირდები, რომ ქვეყანას ძალიან უჭირს, მაგრამ ამავდროულად, ძალიან არ უჭირს. მინისტრთა კაბინეტი და არეულ-დარეული პოლიტიკური სპექტრი რომ არ იყოს, ქვეყანას ასე არ გაუჭირდებოდა. მინისტრთა კაბინეტის დანამატები ვიანგარიშე და ეს იმის ნახევარია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰპირდება მოსახლეობას პენსიების მომატებაზე. ვაპირებ, დავამატო იმდენი, რასაც იმათ გამოვართმევთ. ეს ძალიან ადვილი საქმეა. თუ მოვიგე, პირველი ჩემი ბრძანებულება იქნება პენსიის გაზრდა ამ დანამატის ხარჯზე“, - განაცხადა რეჟისორმა.

შენგელაიას კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით საინიციატივო ჯგუფი ცესკოში წარსადგენად ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის სურვილი, გიორგი შენგელაიას გარდა, ამ დროისთვის 32-მა კანდიდატმა გამოთქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]