weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე აღარ არის

21:53 ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ის საფრანგეთის მოქალაქე აღარ არის.

„ეს არ არის მარტივი საკითხი, რადგან საფრანგეთმა ერთი საუკუნის მანძილზე ქართველებს, ემიგრანტებს, პირველ რიგში, დიასპორას, რომელიც წავიდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, დიდი დახმარება გაუწია და თავშესაფარი მისცა. მათ არა მხოლოდ განძი დაუბრუნა, როცა ექვთიმე თაყაიშვილი დაბრუნდა საქართველოში, არამედ შეუნარჩუნა ლევილის სასახლე. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, თუმცა, აუცილებელია, რადგან არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი სხვა ქვეყნის მოქალაქე იყოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ 6 აგვისტოს განაცხადა. მანამდე კი საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის თხოვნით მიმართა.

ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. როგორც მან განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, თუმცა იმედი აქვს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს.

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. ამ დრომდე უცნობია, დაუჭერს თუ არა პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილს. ამასთან დაკავშირებით 27 აგვისტოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „გვარებს განიხილავენ“.

საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]