weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

რაულ ხაჯიმბა სირიაში ჩავიდა

15:52 სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა დღეს სირიაში ჩავიდა. დამასკოს აეროპორტში მას სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ მუალემი დახვდა.

ე.წ. პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, რაულ ხაჯიმბა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან „ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს და სირიულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას“ განიხილავს. მოლაპარაკებების შედეგად რამდენიმე შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებს სამთავრობოთაშორისი კომიტეტის შექმნას, რომელიც ეკონომიკის, ვაჭრობის, მეცნიერების და კულტურის საკითხებზე იმუშავებს.

სირიის ხელისუფლებამ, რომლის მოკავშირეც რუსეთია, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა 29 მაისს აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები ამ ქმედებების საპასუხოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]