weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

9 სექტემბერს გახდება ცნობილი, ვის დავუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში – ირაკლი კობახიძე

10:53 შაბათი, 08 სექტემბერი 2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც 8 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურება, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო იმსჯელებს, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ, 17:00 საათზე გაიმართება.

კობახიძის თქმით, შერჩეულ კანდიდატს „ქართული ოცნება“ ფინანსურადაც დაეხმარება. კერძოდ, მმართველი პარტიის შემომწირველებს მოუწოდებენ, თანხა შერჩეული კანდიდატის ფონდში ჩარიცხონ.

„8 სექტემბერს, 18:00 საათამდე დასრულდება კანდიდატების წარდგენა. შესაბამისად, ჩვენ კვირას გვექნება იმის საშუალება, რომ გადავხედოთ კანდიდატების სიას და ამის საფუძველზე მხარს დავუჭერთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს. მხარდაჭერა იქნება ფართო, შეიძლება ითქვას, ჩვენი წარმომადგენლები მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ იმ ღონისძიებებში, რომელიც დაიგეგმება კამპანიის ფარგლებში და რაც შეეხება დაფინანსებას, ამ კუთხითაც ჩვენი მხრიდან იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომლებიც წარიმართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს იმ ფონდში, რომელსაც შექმნის დამოუკიდებელი კანდიდატი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენის ვადა დღეს იწურება. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საქართველოს პრეზიდენტობის მსურველმა 41-მა კანდიდატმა მიმართა. რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს ოთხ კანდიდატს – 1. მიხეილ გელა სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“; 2. ზვიად ბაღდავაძე – „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო“; 3. შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“; 4. დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]